პროექტის მიზანია: ნურის ტბის ეკოლოგიური პრობლემების შესწავლა.
პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას ნურის ტბის შესახებ. ჩაატარებენ ტბის წყლის ანალიზს და გამოიტანენ დასკვნას. ამ პროექტით
მოსწავლეები დაეუფლებიან გუნდური მუშაობის, თანამშრომლობის,
ლაბორატორიული აქტივობების განხორციელების და დასკვნების გამოტანის
უნარებს.
https://drive.google.com/drive/my-drive
https://www.bsu.edu.ge/sub-11/page/12329/index.html
საჯარო ლექცია" ნურის ტბის წლის ეკოლოგიური მდგომარეობა" 15 მაისი 2019 წ.
წყლის სინჯის აიღეს სანაპიროსთან და ტბის სიღრმეში
ჩატარდა ტბის წყლის მიკროსკოპული გამოკვლევა
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ტბის სანაპირო ზოლის დასუფთავებაში
სსიპ.ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ.ბათუმის
N 1 საჯარო სკოლის
პედაგოგის
დარეჯან
რუსიას
ს ა ს წ ა ვ ლ ო პ რ ო ე ქ ტ ი
ნურის ტბის ეკოლოგიური პრობლემები
2018-2019 სასწავლო წელი
1..პროექტის სახელწოდება: ნურის
ტბის ეკოლოგიური პრობლემები
2. პროექტში
მონაწილეები: მე-9 კლასის მოსწავლეები,
მასწავლებელი,შპს „ბათუმის წყალი“ დირექტორი მარიკა გვიანიძე,ქიმიურ ბაქტერიოლოგიური
ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი ირინა ბარამიძე,ქ.ბათუმის შ.რუსთაველის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელი
ნინო ლომთათიძე.
3.პროექტის აქტუალობა: XXI საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად და გამოწვევად
რჩება ეკოლოგიური პრობლემები,რასაც ხშირად იწვევს დაბინძურებული გარემო, მოსახლეობის,
მოსწავლეების დაბალი ცნობიერება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ნაკლები ჩართულობა,პასუხისმგებლობის
თავიდან აცილება და დაბალი სამოქალაქო ცნობიერება იწვევს გარემოზე ნაკლებ ზრუნვას.
ეს პროექტი აქტუალურია იმით,რომ მოსწავლეები
ამ პროექტზე მუშაობის დროს გაიღრმავებენ ცოდნას,გაიგებენ,მეტს ამ პრობლემის შესახებ
და გაეზრდებათ მოქალაქეობრივი პსუხისმგებლობა.
4. პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ნურის ტბის ეკოლოგიური პრობლემების
შესწავლა.პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას ნურის ტბის
შესახებ. ჩაატარებენ ტბის წყლის ანალიზს და
გამოიტანენ დასკვნას.ამ პროექტით მოსწავლეები დაეუფლებიან გუნდური მუშაობის, თანამშრომლობის, ლაბორატორიული
აქტივობების განხორციელების და დასკვნების გამოტანის უნარებს.
5.პროექტზე მუშაობის ვადები: 3 კვირა. 1 მაისი
- 21. მაისამდე
6.რესურსები:
სახელმძღვანელო, კომპიუტერი,
მიკროსკიპი, წყლის სინჯის ასაღები ჭურჭელი.
7. კავშირი ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან.
დაგეგმილი სასწავლო
პროექტი პირდაპირ უკავშირდება საგანმანათლებლო სტანდარტსა და შინაარს.
კვლ IX.1.მოსწავლეს
შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
განსაზღვრავს და აყალიბებს კვლევის მიზანს, კვლევის
პირობებს და ჩატარების ეტაპებს, არჩევს სათანადო ხელსაწყოებს.
კვლ IX.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურების განხორციელება
იყენებს შესაბამის მასალას და ატარებს დაგეგმილ
ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით, შემდეგ ატარებს საკონტროლო ცდას
კვლ IX. 3. მოსწავლეს
შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
იყენებს საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს
კვლ IX.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
ანალიზი და შეფასება
საკონტროლო ცდის შედეგების
გათვალისწინებით დასკვნების გამოტანა
8. სავალდებულო წინარე ცოდნა:
ეკოლოგიური ფაქტორები
პოპულაციის რიცხობრიობაზე მოქმედი ფაქტორები
კვებითი კავშირები ეკოსისტემაში
9. განსახორციელებელი
აქტივობები
N
|
აქტივობა
|
დრო
|
რესურსი
|
შემსრულებელი
|
1
|
პრობლემის განსაზღვრა
|
01.05 2019
|
სახელმძღვანელო
|
მასწავლებელიმოსწავლეები
|
2.
|
ინფორმაციის მოპოვება
|
6.05 2019
|
ისტ-ის გამოყენება
|
მოსწავლეები
|
3.
|
ინფორმაციის დამუშავება,გაანალიზება.
|
8.05.2019
|
ისტ-ის გამოყენება
|
მოსწავლეები მასწავლებელი
|
4
|
პროექტის გეგმის შემუშავება ორგანიზაციული საკითხების
მოგვარება.ჯგუფების შექმნა
|
10.05 2019
|
სამუშაო რვეულები
|
მოსწავლეები მასწავლებელი
|
5
|
კონკრეტული დავალებების გადანაწილება
|
13.05 2019
|
სამუშაო რვეულები
|
მასწავლებელი მოსწავლეები
|
6.
|
ჯგუფების სამუშაო შეხვედრა შესაბამის სამსახურებთან
|
15.05.2019
|
სამუშაო რვეულები
|
მოსწავლეები
შპს “ბათუმის წყალი“-დირექტორი მარიკა გვიანიძე. ბათუმის
უნივერსტიტეტის პროფესორინინო ლომთათიძე
|
7.
|
ბათუმის ცენტრალურ პარკში საჯარო ლექციის მოწყობა.ტბის წყლის ანალიზის გაკეთება.
ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დასკვნების გაკეთება
|
17.05.
2019
|
მიკროსკოპი
სინჯის ასაღები ჭურჭელი
|
მოსწავლეები,შპს „ბათუმის წყალი“ დირექტორი მ. გვიანიძე.ქიმიურ
ბაქტეროლოგიური ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი ი.ბარამიძე. უნივერსტიტეტის პროფესორი
ნინო ლომთათიძე
|
8.
|
ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე საბოლოო დასკვნების
გაკეთება და პრეზენტაცია.
შეფასება
|
20.05.2019
|
პროექტორი კომპიუტერი
|
მოსწავლეები
მასწავლებელი
|
10. განხორციელების გზები:
v
ბიოლოგიის გაკვეთილზე თემების „ეკოლოგიური ფაქტორების“,და „კვებითი
კავშირები ეკოსისტემაში“ გაცნობის შემდეგ,მოსწავლეები დაინტერესდნენ თუ რატომ არის
ბათუმის ცენტრალურ პარკში არასასიამოვნო სუნი ნურის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და
რა არის ტბაში თევზების დახოცვის მიზეზი. გადაწყვიტეს უფრო ღრმად შეესწავლათ ეა საკითხი. თემა მართლაც
საინტერესო და აქტუალურია.ამ თემის სრულყოფილად და სიღრმისეულად შესასწავლად ერთი საგაკვეთილო
საათი საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე დაისახა გრძელვადიანი სასწავლო პროექტი
v
შემდეგ გაკვეთილზე
მოსწავლეებმა მოიტანეს ინტერნეტიდან მოპოვებული ინფორმაცია ნურის ტბის შესახებ.ნურის
ტბა მცირე ზომის ბუნებრივი წარმოშობის ტბაა.ძალიან
ტრაგიკულ ისტორიასთანაა დაკავშირებული მისი
სახელი.ლეგენდის თანახმად ტბაში ბავშვი დამხრჩვალა სახელად - ნური. დედა ყოველ დღე
ტბასთან გადიოდა და ეძახდა - ნური, გელი.
v
ნური
ტბა არის სრულიად იზოლირებული ტბა, რომელიც იკვებება გრუნტის წყლებით.შესაბამისად,
იქ მოთავსებულია აირაციის მოწყობილობა. მუშაობს შადრევანი და ასევე სპეციალური აერაციის
სისტემები. ტბაში თევზების დახოცვის ყველაზე ხშირ მიზეზად ტბაში უჟანგბადობასა და ჟანგბადის
ბრუნვის დარღვევას მიიჩნევენ. ტბაში უსიამოვნო სუნის მიზეზი ციანობაქტერიების მატებაა.
ციანობაქტერიების მატების მიზეზად კი სპეციალისტები ზღვასა და ტბას შორის შეწყვეტილ
წყლის მიმოქცევას ასახელებენ.
v
.ინფორმაციის
დამუშავებისა და გაანალიზების შემდეგ შეიმუშავეს პროექტის გეგმა.
კლასი დაიყო ჯგუფებად,სადაც გადაინაწილეს მოვალეობები
მათი შესაძლებლობების ფარგლებში.ჯგუფის
ზოგი წევრი პასუხისმგებელი იყო კონკრეტული საქმიანობის შედეგზე,ზოგი შემსრულებელი,
ზოგი აღრიცხავდა შესრულებულ სამუშაოს,ვინც კარგად ფლობდა საინფორმაციო ტექნოლოგიებს
მათ ინფორმაციების მოგროვება.
ერთ ჯგუფს დაევალა ინფორმაციის მოპოვება ნურის ტბის
შესახებ.
მეორე ჯგუფს
მასწავლებელმა მიაწოდა კოორდინატები შესაბამისი სამსახურების (შპს „ბათუმის წყალი“
. ქიმიურ ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია)სადაც მოსწავლეები გაეცნობოდნენ ლაბორატორიული
კვლევის ეტაპებს
მესამე
ჯგუფს მიუთითა დაკავშირებოდა ქ.ბათუმის შ რუსთაველის სახელობის
სახელმწიფო უნივერსტიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებელს ნინო
ლომთათიძეს, ნურის ტბის ეკოლოგიური ფაქტორებზე ინფორმაციის მისაღებად
v
შემდეგ ეტაპზე ჯგუფები გაერთიანდნენ და 17 მაისს ქ.ბათუმის შ რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო
ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლმა ნინო ლომთათიძემ და შპს „ბათუმის წყალი“ დირექტორმა მარიკა გვიანიძემ
ბათუმის ცენტრალურ პარკში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „
ნურის ტბის წყლის ეკოლოგიური მდგომარეობა“.
v
ლექციის მოსმენის შემდეგ ქიმიურ ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის მთავარი
სპეციალისტის ირინა ბარამიძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა ჩაატარეს ტბის წყლის ბაქტერიული ანალიზი. მოსწავლეებს წინასწარ ჰქონდათ მომზადებული
სპეციალური ჭურჭელი წყლის სინჯის ასაღებად. სინჯი აიღეს ტბის სხვადასხვა ადგილიდან : ტბის სიღრმიდან
და ნაპირიდან. ანალიზის შედეგებმა
აჩვენა ,რომ ტბაში მომრავლებული იყო ტოქსიკური ციანობაქტერიები,რომლებმაც ტბაში ცოცხალი ორგანიზმები
გაანადგურა.
ქალბატონმა
მარიკა გვიანიძემ მოსწავლეებს განუმარტა ,
ციანობაქტერიების მატების მთავარი მიზეზი ტბასა და ზღვას შორის შეწყვეტილი წყლის მიმოქცევაა.
შესაბამისმა სამსახურებმა უკვე დაამონტაჟეს ტბაში აერაციის სისტემა და აერაციის შადრევანი,რომელთა
დანიშნულებაც ტბის წყლის ჟანგბადით გაჯერებაა.ეს შეამცირებს ტბის ეკოლოგიური დეგრადაციის
პროცეს. აქვე აღნიშნა ,რომ ტბას საფრთხეს უქმნის მის ირგვლივ აშენებული მრავალსართულიანი
სახლები.
ტბაში თევზების
სიკვდილის მიზეზი ტოქსიკური ციანობაქტერიებია.ამიტომ უნდა მოხდეს ტბის დათევზიანება
სპეციალური ჯიშით,რომელიც ამ ციანობაქტერიებით იკვებება.ეს კი ტბის ეკოსისტემის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს.ქალბატონმა მარიკა გვიანიძემ
ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე ,რომ მარტო შესაბამისი სამსახურები ვერაფერს ვერ
გააკეთებენ, თუ არ იქნა მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა .ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე
დაყრილი ნაგავი ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ტბის ეკოლოგიაზე.
v ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე
და პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს შედეგები
პრეზენტაციით და დაგეგმეს ხშირად მოაწყონ ტბის
სანაპიროს დასუფთავება და ამით მცირედი წვლილი შეიტანონ ამ პრობლემის მოგვარებაში
v 11. მოსალოდნელი
შედეგები.
პროექტის
განხორციელების შემდეგ ,მოსწავლეები უფრო ღრმად და დეტალურად გაერკვევიან ნურის ტბის
ეკოლოგიურ პრობლემებში, გამოიკვლევენ იმ მიზეზებს რომელიც საფრთხეს უქმნის ტბას.
მოახდენენ
მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს,გამოიტანენ დასკვნას და მოახდენენ მასალის პრეზენტაციის აუდიტორიის წინაშე.
მოსწავლეები
გაუზიარებენ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას თანატოლებს და გადმოცემენ მათ დამოკიდებულებას
პროექტზე მუშაობის პროცესის შესახებ.
მოსწავლეებს
გაუჩნდებათ სწორი დამოკიდებულებები გარემოს მიმართ.
პროექტზე
მუშაობა აუმაღლებს მოსწავლეებს მოტივაციას საგნისადმი და გაუჩნდებათ კიდევ ბევრი პროექტის განხორციელების
სურვილი.
12. ხელისშემშლელი
ფაქტორები:
პროექტის განხორციელების
ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები. ცუდი ამინდი რომელიც
ხელს შეუშლის საჯარო ლექციის ჩატარებას,ანალიზის გაკეთებას..
პროექტის მონიტორინგი
საპროექტო აქტივობა
|
მონიტორიჰბის ინდიკატორი
|
ვადები
|
პრობლემის განსაზღვრა
|
მასწავებელი აკვირდება რამდენად სწორად განსაზღვრავენ
პრობლემასაძლევს განმავითარებელ შეფასებას
|
1 მაისი
|
ინფორმაციის მოპოვება
|
მასწავლებელი აკვირდება მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისობას
პრობლემასთან და აძლევს განმავითარებელ შეფასებას
|
6 მაისი
|
ინფორმაციის გაანალიზება და დამუშავება
|
მასწავლებელი აკვირდება როგორ მიმდინარეობს ინფორმაციის
დამუშავება აძლევს განმავითარებელ შეფასებას
|
8 მაისი
|
პროექტის გეგმის შემუშავება ორგანიზაციული საკითხების
მოგვარება.ჯგუფების შექმნა
|
მასწ.აკვირდება გეგმის შემუშავების და ჯგუფების შექმნის პროცეს.
აძლევს განმავითარებელ შეფასებას
|
10. მაისი
|
კონკრეტული დავალებების გადანაწილება
|
მასწ.აკვირდება ჯგუფებს დალებების თანაბრად გადანაწილებაში
აძლევს განმავითარებელ შეფასებას
|
13 მაისი
|
ჯგუფების სამუშაო შეხვედრა შესაბამის სამსახურებთან
|
სამუშაო შეხვედრის შემდგომ მოპოვებული ინფორმაციას
და აძლევს განმავითარებელ შეფასებას
|
15 მაისი
|
ბათუმის ცენტრალურ პარკში საჯარო ლექციის მოწყობა.ტბის წყლის ანალიზის გაკეთება.
ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დასკვნების გაკეთება
|
მასწავლებელი აკვირდება საჯარო ლექციის ორგანიზებულობას
მათ მიერ ჩატარებულ კვლევას და დასკვნებს აძლევს განმავითარებელ შეფასებას
|
17 მაისი
|
პროექტის პრეზენტაციას
|
რა ფორმით ახდენს პრეზენტაციას აძლევს განმავითარებელ
შეფასებას
|
20 მაისი
|
პროექტის საბოლოო შეფასება
კრიტერიუმები
|
ცუდად
|
საშუალოდ
|
კარგად
|
ნათლად და კონკრეტულად განსაზღვრავს პროექტის მიზანს
|
|
|
|
საკითხის
განვრცობის მიზნით მოიძიებს სათანადო ლიტერატურას
|
|
|
|
დამოუკიდებლად
გეგმავს და წარმართავს კვლევას
|
|
|
|
წარმოადგენს
მიღებულ შედეგებს
|
|
|
|
გამოაქვს
სათანადო დასკვნები
|
|
|
|
აკეთებს
პროექტის პრეზენტაციას
|
|
|
|
რ ე ფ
ლ ე ქ ს ი ა
2019 წლის მაისს თვეში მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად
განვახორციელეთ სასწავლო პროექტი „ნურის ტბის ეკოლოგიური პრობლემა“ .პროექტის განხორციელების
იდეა თავად მოსწავლეებმა მომაწოდეს. მოსწავლეები დაინტერესდნენ ინტერნეტ სივრცეში განთავსებული
ინფორმაციით ,სადაც აღნიშნული იყო რომ ნურის ტბაში მკვდარი თევზებია, და არასასიამოვნო სუნი დგას. მოსწავლეები
დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და მიზნად დაისახეს დეტალურად შეესწავლათ ნურის ტბის ეკოლოგიური საფრთხეები.
დასახული მიზნის მისაღწევად შეიმუშავეს გეგმა.
ყველა აქტივობა განხორციელდა გეგმის შესაბამისად. მოიძიეს
და დაამუშავეს ინფორმაცია,დაგეგმეს საჯარო
ლექცია ბათუმის ცენტრალურ პარკში სადაც ლექციას სხვა მოქალაქეებიც ესწრებოდნენ.მოსწავლეებს
ჯგუფში გადანაწილებულო ჰქონდათ დავალებები,ყველა მაქსიმალურად იყო ჩართული პროექტის
მუშაობაში.
მოსწავლეებისათვის ყველაზე საინტერესო და წარმატებული
აღმოჩნდა ის აქტივობა სადაც ისინი დამოუკიდებლად აკეთებენ ტბის წყლის ანალიზს,დაასუფთავეს
ტბის მიმდებარე ტერიტორია და დაგეგმეს ამ დასუფთავების
აქციაში რაც შეიძლება მეტი თანატოლი ჩართონ.
ამ პროექტში მონაწილეობით ვფიქრობ,რომ მოსწავლეებს აუმაღლდათ
პასუხისმგებლობის გრძნობა და მოქალაქეობრივი ცნობიერება,რაც დადებითად აისახება მათ
მომავალზე.
ვფიქრობ ,რომ პროექტმა დასახულ მიზანს მიაღწია,თუმცა
უკეთესი იქნებოდა სხვა კლასის მოსწავლეებიც ჩაგვერთო დასუფთავების აქციაში,და ზღვის
სანაპირო ზოლიც დაგვესუფთავებია.