სწორედ ამიტომ, ჩემი როგორც ბიოლოგის მასწავლებლის მიზანია მოსწავლეებს მივცე მიმართულება თავად აღმოაჩინონ - ექსპერიმენტებისა და სამეცნიერო კვლევის შედეგად ის კანონზომიერებანი რასაც ბიოლოგია ითვალისწინებს. ასევე განვუვითარო ისეთი უნარ-ჩვევები როგორიცაა:
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- საკომუნიკაციო უნარები;
- საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
- ჯგუფში მუშაობის უნარი;
- სწავლის უნარი;
- კვლევის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პროექტების შემუშავებისა და მართვის უნარი;
- ანალიზისა და სინთეზის უნარი;
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
-
კოლეგებთან შეხვედრები


სსიპ ქალაქ ბათუმის #1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის
დარეჯან რუსიას
სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის
რეფლექსია
2018-19 სასწავლო წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული
განვითარების ცენტრის ორგანიზებით ბათუმში გაიმართა ქიმიკოსთა სამუშაო
შეხვედრები. მუშაობას უძღვებოდა ბათუმის ფასილიტატორი ქალბატონი ნუკრი
კობახიძე .
ამ შეხვედრებიდან ორი შეხვედრა მთლიანად ეთმობოდა ექსპერიმენტულ ნაწილს,
ხოლო მესამე შეხვედრა მიეძღვნა კლუბური მუშაობის რეგისტრაციის და
წარმართვის ტექნოლოგიებს. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები
მნიშვნელოვანია და აუცილებელია კოლეგიალური დამოკიდებულებების
ურთიერთგაზიარების, და თანამშრომლობის გაძლიერებისათვის. რაც საბოოლაოდ
აისახება მოსწავლეთა მიღწევებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ვასწავლი ბიოლოგიას სიამოვნებით დავესწარი ქიმიკოსთა ამ
შეხვედრებს, რადგან ვთვლი რომ ეს მონათესავე მეცნერებებია და ერთმანეთის გარეშე
წარმოუდგენელია. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საინტერესოდ
გროვდება, და საჭიროებს ურთიერთგაცვლას, დამეხმარება საგაკვეთილო პროცესში
ექსპერიმენტების ნაწილში. ამ შეხვედრის მიზანი იყო ჩვენი კიდევ უფრო მეტად
დახელოვნება ექსპერიმენტულ ნაწილში და შემდეგ აქ ნანახი ექსპერიმენტების
მორგება ბიოლოგის საგაკვეთილო პროცესზე და მიტანა ჩვენს მოსწავლეებთან.
ცდებს, ექსპერმენტებსა და სხვა სახის პრაქტიკულ სამუშაობებს განსაკუთრებით დიდი
მნიშვნელობა აქვთ ბუნების ობიექტებისა და ბუნების მოვლენათა არსის გაცნობისას.
ცდები და ექსპერიმენტები საშუალებას იძლევა საკლასო ოთახის პირობებში
ხელოვნურად წარმოვადგინოთ ზოგიერთი ბუნებრივი მოვლენა, შევამოწმოთ
მოსწავლეთა მიერ გამოთქმული ვარაუდი, ჰიპოთეზა.
ექსპერმენტული მუშაობის დროს მოსწავლეები კონცენტრირებულნი არიან, ხალისით
და დაკვირვებით ასრულებენ მიცემულ სამუშაოს. აღნიშნული მეთოდის გამოყენება
მოსწავლეებს უვითარებს დამოუკიდებლად მუშაობის, დაკვირვების, დასკვნების
გაკეთებისა და მაძიებლობის, პასუხსმგებლობის უნარებს. ისინი შეძლებენ
მომავალში პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა.
რაც შეეხება ფერად რეაქციებს, მჟავა-ტუტე გარემოს გამოსაცნობად, მას ხშირად
ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში,( მგ. საჭმლის მომნელებელი სისტემის ახსნისას)
მაგრამ აქ წარმოდგენილი კუთხით ამ რეაქციების ჩატარება ძლიან საინტერესო
აღმოჩნდა, რადგანაც ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებულ კვების
პროდუქტებზე ვიხილეთ, რაც უფრო მიმზიდველი და დამაფიქრებელი გახდა.
შესაბამისად შევეცადე საგაკვეთილო პროცესში გამომეყენებინა ეს აქტივობა.
შეხვედრებზე მღებული ცოდნა და გამოცდილება მოვარგე ჩემს საგაკვეთილო პროცესს.
მაგ. ნვთიერებათა თვისებების ცვლილებების შესასწავლად . მოსწავლეებმა თავიანთი
ხელით ჩაატარეს ცდები და ჩაერთვნენ კეთებით სწავლის პროცესში. (დანართი 1)
რაც შეეხება ტექნოლოგიურ ნაწილს, რომელიც აუცილებელია და დღითიდღე
სავალდებულო აუცილებლობაა მასწავლებლისათვის, აქაც უდიდესი
გამოცდილება მივიღე. ჩვენს მიერ შექმნილი კლუბები მოექცა ერთიან ონლაინ
სივრცეში და ხელმისაწვდომობა ურთიერთგაზიარების მიზნით გაგვიმარტივდა.
ვფიქრობ ამ ტექნოლოგიით კლუბებს მომავალ წელს ავამოქმედებთ, თუმცაღა
რეგისტრირებულნი ვართ და ჩვენი აწინდელი აქტივობები სწორედ ამ სივრცეში
განლაგდება, რადგანაც დრო არასაკმარისი აღმოჩნდა კლუბების ამ
სტრატეგიებით მუშაობისათვის.
მიმაჩნია, რომ არა მარტო ეს სამუშაო შეხვედრა, არამედ ზოგადად ასეთი ტიპის
შეხვედრები მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი საგაკვეთილო გეგმების
შემუშავებისათვის, სწორად და ახალ-ახალი სტრატეგიების საშუალებით
დაგეგმილი გაკვეთილების ჩატარებისათვის. რაც ამაღლებს მოსწავლეთა
ჩართულობას, მოტივირებულები ხდებიან მოსწავლეები და პროცესი საინტერესო
და სახალისო ხდება.
ტრენინგის შემდგომი სამუშაო შეხვედრები
Комментариев нет:
Отправить комментарий