1. ბათუმის ილია ჭავჭავაძის N1 საჯარო სკოლა
წრის დასახელება : ,, ეკოლოგები“
კლასი : IX კლასი
მოსწავლის რაოდენობა : 12-16
საგანი : ბიოლოგია
მასწავლებელი :დარეჯან რუსია
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა: 2018-2019 სასწავლო წლი
წრის მიზანი : მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ე ს გ-ის მოთხოვნების მიხედვით საბუნებისმეტყველო საგნებში, კერძოდ ბიოლოგიაში.
- მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ;
- მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება
- ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება;
- შემოქმედებითი და კრიტიკული უნარების განვითარება
- ეკოლოგიურ მოვლენათა მიზეზ- შედეგობრივი კავშირების დადგენა;
- მიღებული ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობს ამაღლება.
- მეცადინეობებზე მოსწავლეები გაეცნობიან ბიომრავალფეროვნებას დედამიწის, საქართველოსა და ადგილობრივ ჭრილში , ბიომრავალფეროვნების შემცირების ძირითად მიზეზებს , საფრთხეში მყოფ სახეობებს , თავად დაგეგმავენ და შეაფასებენ ადგილობრივ ჭრილში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პრობლემებს და განახორციელებენ მათ შესამსუბუქებელ ღონისძიებეს .
აქტუალობა: ჩვენი ყოველდღიური ყოფა დაკავშირებულია ჩვენს საცხოვრებელ გარემოსთან, გვიხდება ურთიერთობა როგორც არაცოცხალ, ასევე ცოცხალ ბუნებასთან, ამიტომ საჭიროა გარკვეული უნარ- ჩვევების განვითარება.წრის მუშაობის პერიოდში განხილული იქნება ისეთი საკითხები, რომლებიც დაკავშირებული იქნება ადამიანის ჯანმრთელობასთან, გარემოს დაცვით საკითხებთან, ექსპერიმენტული და კვლევითი სამუშაოების ჩატარებასთან.
შედეგები:
მოსწავლეები გააცნობიერებენ ბიომრავალფეროვნებას
მოსწავლეები დაეუფლებიან მათ გარშემო არსებულ ბიომრავალფეროვნების კვლევებს და
პრობლემის შეფასების უნარებს
საწრეო მუშაობის პროგრამა : პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს . სასწავლო რესურსად გამოვიყენებ ბიომრავალფეროვნების სახელმძღვანელოს , ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციას , აუდიო და ვიდეო მასალებს.
გამოყენებული მასალები
საქართველოს ბუნება
ცხოველები, რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან
წითელ წიგნში შეტანილი ცხოველები
გარემოს დაბინძურება
ცხოველები, რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან
წითელ წიგნში შეტანილი ცხოველები
გარემოს დაბინძურება
ბიოლოგიის წრის „ეკოლოგები “
პროგრამა ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით
ბიოლოგიის წრის „ეკოლოგები -ს“
პროგრამა
N
|
თემები/ საკითხები
|
ჩატარების დრო
|
აქტივობები
|
რესურსები
|
1
|
ჯგუფის წევრების შეხვედრა და სამოქმედო გეგმის განხილვა.
|
17,10
|
წრის სამუშაო პროგრამის გაცნობა
|
წრის სამუშაო გეგმა
|
2
|
,ბიომრავალფეროვნება
ადგილობრივ
ჭრილში ბიომრავალფეროვნების ინფორმაციის მოპოვება
|
24,10
|
ბიომრავალფერონმების მიმოხილვა, ვიდეო ფილმის ჩვენება
|
კომპიუტერი,პროექტორი ვიდეო ფილმი. https://www.youtube.com/watch?v=K9fUzjV9aqk
|
3
|
საქართველოს ბიომრავალფეროვნების პრობლემები
|
31,10
|
დისკუსია, ინფორმაციის მოძიება
|
კოპიუტერი, ფლირჩატი, მარკერი, სამუსაო ფურცლები. საქართველოს დაცული ტერიტოტირბი
|
4
|
საფრთხეში
მყოფი სახეობები , ,,წითელი“ წიგნი
|
7,11
|
მასალის მოძიება და პრეზენტაცია
|
ფლირჩატი, მარკერი
|
5
|
ექსკურსია
დაცულ ტერიტორიაზე- მტირალას
ეროვნული პარკში
|
17,11
|
აჭარის ეროვნული პარკის მონახულება
|
ავტობუსი
|
6
|
კვებითი ჯაჭვი
მცენარის როლი კვებით ჯაჭვში და გარემოში
|
21,11
|
დამატებითი ლიტერატურის გაცნობა. ბიდეოს ჩვენება.
კვებითი ჯაჭვის სქემის შექმნა
|
ფლირჩატი, მარკერი. ბიოლოგიის სახელმძღვანელო.ნ.ზაალიშვილი,ნ.
იოსებაშვილი.
|
7
|
ეკოლოგიური ფაქტორები, გარემოს დაბინძურების გამომწვევი მიზეზები. გლობალური დათბობა
|
28,11
|
მოიძიებენ ინფორმაციას, იმსჯელებენ შედეგებზე, რასაც
დაბინძურებული გარემო იწვევს. გააკეთებენ პრეზენტაციას. კედლის გაზეთის შექმნა
|
ვიდეო ფილმის ჩვენება
|
8
|
ჩერნობილის ტრაგედია
|
5,12
|
ინფორმაციის მოძიება, ჩერნობილის ტრაგედიის გამომწვევი
მიზეზები და შედეგები
|
ფლირჩატი , მარკერი კომპიუტერი
|
9
|
გარემო და ადამიანის ჯამრთელობა
|
12,12
|
დისკუსია, ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაცია
|
ფლირჩატი , მარკერი კომპიუტერი
|
10
|
ეკოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელი გზები
|
19,12
|
დისკუსია,
პრეზენტაცია
|
ფლირჩატი , მარკერი
|
საწრეო მუშაობის შეჯამება
|
26,12
|
მოსწავლეების უკუკავშირი
|
ფლირჩატი , მარკერი
|
დღე პირველი
წრის სამუშაო პროგრამის გაცნობა
მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის განრიგი , საწრეო მუშაობის თემა , მიზანი .
მე-2 დღე
ბიომრავალფერონმების მიმოხილვა, ინფორმაციის მოძიება და ვიდეო ფილმის ჩვენება.

მოსწავლეებს გავაცანი ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილები, იმსჯელენ ბუნებს დაცვის მნიშვნელობაზე, შეავსენ კითხვარი და გააკეთენ პრეზენტაცები. წარმოადგინენ ნამუშევარიც.
4 დღე
მოიძიენ ინორმაცია შავი ზღვის შესახებ, იმსჯელენ მის პრობლემებზე და ამ პრობლემების აღმოფხრის გზებზე. გადავწყვიტეთ დაგვესუფთავებია სანაპირო ზოლი


5 დღე
მოსწავლეებმა განიხილეს ,,წითელი“ წიგნში შეტანილი საფრთხეში მყოფი სახეობები , იმსჯელეს თუ რა ფაქტებმა გამოიწვია მათი შეტანა აღნიშნულ სახელმძღვანელოში და გააკეთეს დასკვნები , რომ გარემოს დაცვას ჩვენი მხრიდან უდიდესი მნიშვნელობა აქვს .
მოიძიენ ინფორმაცა საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ.
დავგეგმეთ ეკო - ტური მტირალას ეროვნულ პარკში
6 დღე
გავემართეთ მტრალას ეროვნულ პარკში, შ. რუსთაველს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდელტებთან ერთად, ხელნძღვანელი ასოცრებულ პროფესორი ნინო ლომთათიძე.
მტირალას ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მცირე კავკასიონის, სახელდობრ აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სიახლოვეს. მისი საერთო ფართობი შეადგენს 15698,8 ჰა. აქ შეხვდებით 284 სახის, 202 გვარის და 68 ოჯახის მცენარეს. მათგან 16 სახეობა ენდემურია. ცხოველთა სამყარო 94 სახეობით არის წარმოდგენილი. ხაზი უნდა გავუსვათ ეროვნული პარკის მნიშვნელობასა და როლს - ის ხელს უწყობს ქობულეთი-ჩაქვის ქედის ბუნებრივ ეკოსისტემათა წონასწორობის შენარჩუნებას, რომელიც თავისმხრივ ეხმარება თავიდან აიცილონ წყალდიდობა და ეროზიულ-მეწყრული პროცესები.


ეკო ბილიკები
მოსწავლეებს და სტუდენტებს დავურიგეთ კითხვარი, გააკეთენ პრეზენტაცია გაიმართა დისკუსია


7 დღე
კვებითი ჯაჭვის მიმოხილვა. მცენარის როლი ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს პლანეტაზე.
მოსწავლეებს ვთხოვ გახსენონ ფოტოსინთეზის პროცესი. პასუხობენ კთხვებს
რა იცით/რა გახსოვთ ფოტოსინთეზის პროცესის შესახებ?
რისი წარმოქმნა ხდება ფოტოსინთეზის პროცესის შედეგად?
რატომ არის ფოტოსინთეზის პროცესი მნიშვნელოვანი ჩვენთვის?
იმსჯელენ მცენარეთა როლზე ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში. გააკეთენ დასკვნები რომ მცენარე
- მონაწილეობენ არაორგანული ნივთიერებებისგან ორგანულის წარმოქმნაში, ფოტოსინთეზის საშუალებით მცენარეულ პროდუქტებში დიდი რაოდენობით ქიმიურ ენერგიას ქმნიან.
- ხელს უწყობენ ტმოსფეროში ცოცხალი ორგანიზმებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჟანგბადის დონის შენარჩუნებას და ხელს უშლიან ჭარბი ნახშირორჟანგის დაგროვებას.
- აქვთ უდიდესი კვებითი მნიშვნელობა.
- ქმნიან კლიმატს, ასუსტებენ ქარის სიჩქარეს, ასუსტებენ სიცხეს.
- ასუფთავებენ ჰაერს მტვრისა და აირებისგან.
- მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნიადაგის ფორმირებაში ნეშომპალას სახით.
- წინ ეღობებიან ნიადაგის ეროზიას, ამაგრებენ ქანებს.
8-9 დღე
ეკლოგიური ფაქტორების, გარემოს დაბინძურების გამომწვევი მიზეზების მიმპხლვა. დისკუსა გლობალურ დათბობაზე. ვიდეოს ნახვა. იმსჯელენ თუ რას ნიშნავს
გლობალური დათბობა და როგორ აისახება ის მსოფლიოსა და საქართველოზე? ჩერნობილის ტრაგედია
გარემოს დაბინძურება
10 დღე
დისკუსია გარემო და ადამიანის ჯამრთელობა. იმსჯელენ გენეტიკურ დაავადებებზე და მუტაცების გამომწვევ მიზეზებზე


11 დღე
შევაჯამეთ წრის მუშაობა
შევაჯამეთ მუშაობა, გააკეთენ დასკვნები


წრემ მუშაობა დეკემბერში პროგრამით დაასრულა, მაგრამ ჩვენ არ გავჩერებულვართ. ქ. ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო კათედრის პროფესორ მასწავლებლებტან და სტუდენტებთან გავაგრძელეთ თანამშრომლობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий